png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

„მე ვდგავარ აქ ხალხის რჩეული ტელევიზიის დასაცავად" - შეფასებები „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციიდან

  • საზოგადოება
  • 19.02.2017
  • 16:19
„მე ვდგავარ აქ ხალხის რჩეული ტელევიზიის დასაცავად" - შეფასებები „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციიდან

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, აცხადებს, რომ დღეს რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე ამდენ ადამიანს არ ელოდა. 

„ამასაც მოვესწარით, რომ პოლიტიკოსები არ გამოდიან სცენაზე, არ გამოდიან სიტყვით და აქციას მართავს ჟურნალისტთა კორპუსი და საზოგადოების სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები. ივანიშვილს აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ გავლენა შეინარჩუნოს მთელ პოლიტიკურ სპეტრზე და ყველა საზოგადოებრივ ჯგუფზეც,“  - განაცხადა ნიკა მელიამ.

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ საქართველოში არ იქნება თავისუფალი და კრიტიკული მედია, ქვეყანა ვერასდროს იქნება ნორმალური სახელმწფო.

„მე დღეს აქ არ მოვსულვარ რუსთავი2-ისთვის, მე დღეს აქ მოვედი ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იმიტომ, რომ დღეს რუსთავი2-ზე გადის ბრძოლის ხაზი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. თუ საქართველოში არ იქნება თავისუფალი სიტყვა, თუ საქართველოში არ იქნება კრიტიკული მედია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ ვიქნებით ნორმალური სახელმწიფო, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შვილები ვერ იცხოვრებენ ევროპულ საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვითონაც ვერ ვიქნებით შინაგანად თავისუფალი", - განაცახდა დავიტ ბაქრაძე.

„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა, ასევე მომღერალი სოფო ნიჟარაძე.

„სიტყვის თავისუფლებიდან იწყება დემოკრატიულ ქვეყნის მშენებლობა, ამიტომაც გვინდა და პრეტენზია გვაქვს, რომ ვიყოთ დემოკრატიული და დასავლური სახელმწიფო, ასოცირება არ კმარა რომ ეს რეალობად იქცეს, მე ვდგავარ აქ ხალხის რჩეული ტელევიზიის დასაცავად“,- აღნიშნა მომღერალმა.

"მე ვიცავ ნებისმიერ მედიასაშუალებას, რომელიც არ არის კონტროლირებადი ხელისუფლებისგან,“ - ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა, გააკეთა.

„დღეს მე თქვენი აქციიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერსებსაც ვიცავ,“ - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge