ტერაქტის მომზადების ბრალდებით 5 მოზარდი დააკავეს
- მსოფლიო
- 21.02.2017
- 11:33
ლონდონში ხუთი მოზარდი ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს.
ბრიტანეთის დედაქალაქში ოთხ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც ხუთი მოზარდი დააპატიმრეს. მათგან ყველაზე უმცროსი 15 წლისაა, უფროსი კი -19-ის.
ამის გარდა დაკავებულთა შორის ორი 17 წლისაა, ერთი კი 16-ის.
პოლიციელთა აზრით, მათ ქვეყნის დატოვება სურდათ, რათა ტერორისტულ ორგანიზაცუას შეერთებოდნენ.
ბრიტანული მედიის ცნობით, ახალგაზრდები ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაწევრიანებას ცდილობდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200