სტამბულში ”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირისთვის 35 პირი დააკავეს
- მსოფლიო
- 22.02.2017
- 12:56
სტამბულის პოლიციის ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში მყოფი 35 ეჭვმიტანილი დააკავეს.
სააგენტო Anadolu-ს ცნობით, პოლიციელებმა სულთანბეილისა და პენდიკის რაიონებში 41 მისამართზე ჩხრეკა ერთდროულად ჩაატარეს. ამოღებულია ამუნიცია და დოკუმენტაცია, რომლებიც ”ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავებულების კავშირს ადასტურებდა.
დაკავებულები ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200