უფრო ხმამაღლაც მიყვირია „კურიერის“ ჩართვაში, 2007 წელს „იმედის“ ეზოდან - მაია ასათიანი
- ეს საინტერესოა
- 22.02.2017
- 14:55
ჟურნალისტი მაია ასათიანი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ პასუხობს.
„გპასუხობთ ყველას ერთად-უკვე იდეაფიქსად ქცეულ შეკითხვაზე, სად ვიყავი 7 ნოემბერს? - იმედში! სად ვიყავი სანრო გირგვლიანის მკვლელობის დროს? - იმ გადაცემაზე ვმუშაობდი ეს თემა პირველად სადაც გაშუქდა - "დროებაში"! რატომ ვარ იქ სადაც ვარ? - იმიტომ რომ საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს თავისუფალი სიტყვის დახშობა!
უფრო ხმამაღლაც მიყვირია - „კურიერის“ ჩართვაში, 2007 წელს „იმედის“ ეზოდან რომ მოვრბოდით, ზურგში რეზინის ტყვიები გვხვდებოდა და წინ მომწავლავი აირის ნისლი იდგა! კონკურენტმა,დაპირისპირებულმა არხმა მოგვცა ეთერი მაშინ, იმ "სამთავრობო" „კურიერში“ ისმოდა ჩემი ყვირილი”, - წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში, გადაცემა „პროფილის“ ოფიციალურ გვერდზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200