png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ქართველი სამხედრო მფრინავის სანაცვლოდ კონგოელი მეამბოხეები მილიონ დოლარს ითხოვენ

  • პოლიტიკა
  • 23.02.2017
  • 10:12
ქართველი სამხედრო მფრინავის სანაცვლოდ კონგოელი მეამბოხეები მილიონ დოლარს ითხოვენ

მილიონი დოლარი ქართველი სამხედრო მფრინავის სანაცვლოდ-გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ თანხას ითხოვენ კონგოელი მეამაბოხეები ქართველი მფრინავის, სოსო ოსურაულის გასათავისუფლებლად. იგი თითქმის ერთი თვეა ტყვეობაშია.

კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთს სწორედ სოსო ოსურაული მართავდა.

თავდაცვის უწყბეაში განმარტავენ, რომ ოსურაული არ არის მათ მიერ წარგზავნილი ამ ქვეყანაში. ამ თემაზე არაფერს ამბობენ არც საგარეო საქმეთა სამინისტროში. უცნობია, ჩართულია თუ არ აუწყება ქართელი სამხედროს გათავისუფლების საქმეში.

სოსო ოსურაულის ოჯახისთვის ცნობლია, დეტალებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ოჯახის თქმით, ქართველი სამხედრო ორი წლის წინ წავიდა და ოჯახს პერიოდულად ეხმაურებოდა.

ახმეტის მინუციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგოტიძე ამბობს, რომ მათ ინფორმაცია ოჯახის წევრებისგან მიიღეს, თუმცა დეტალები ადგიობრივი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის უცნობია.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, მთაგორიან რაიონში, 27 იანვარს ამ ქვეყნის ორმა Ми-24 ტიპის დამრტყმელმა შვეულმფრენმა ავარია განიცადა.

ბელგიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 იანვრის დილას კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში გაფრინდა მეამბოხეთა ჯგუფის აღმოსაჩენად.

როგორც გაირკვა შვეულმფრენების ეკიპაჟებში ბელორუსები და ქართველები იყვნენ.

სამხრეთაფრიკული წყაროს თანახმად, 27 იანვრის საღამოს ორმა საძიებო შვეულმფრენმა, რომლებიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს მანდატით მოქმედ სამხრეთ­აფრიკულ სამშვიდობო ძალებს (MONUSCO) ეკუთვნოდნენ, ავარიის ადგილიდან ის ხუთი დაზარალებული გაიყვანა, რომლებიც "ბელორუსულ" შვეულმფრენში ისხდნენ.

იმავე სამხრეთაფრიკული წყაროს მტკიცებით, მეორე შვეულმფრენში მსხდომი ოთხი კაცი მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს და თითქოს მეორე დღეს დახვრიტეს.

თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა, ამ შვეულმფრენის ქართველი პილოტი ცოცხალი იყო და ამბოხებულებს ტყვედ ჰყავდათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge