png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

პრეზიდენტი: საჯარო მმართველობის განვითარება განათლების სისტემისა და კვალიფიკაციის მუდმივი ზრდის გარეშე წარმოუდგენელია

  • პოლიტიკა
  • 23.02.2017
  • 12:25
პრეზიდენტი: საჯარო მმართველობის განვითარება განათლების სისტემისა და კვალიფიკაციის მუდმივი ზრდის გარეშე წარმოუდგენელია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „ეფექტური მმართველობა - საგანმანათლებლო საქმიანობით დემოკრატიული ღირებულებებისა და პრაქტიკებისხელშეწყობა" გახსნა.

გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) კონფერენციის ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა დააღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის ძალაში შესვლისა და დანერგვის პროცესში საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დგას. თუ საჯარო სამსახურის სტანდარტები არვითარდება, საჯარო სამსახური და სახელმწიფო ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელსაც საზოგადოება და ამომრჩეველი აყენებს.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის სტანდარტის მუდმივად ზრდა, როგორც პროფესიული კვალიფიკაციის ასევე, ეთიკურიმიმართულებით. ამის განხორციელება კი, განათლების სისტემის გარეშე, კვალიფიკაციის მუდმივი ზრდის გარეშე ძალიან რთულია.

„საჯარო სამსახური მუდმივად მოძრაობაში მყოფი სისტემაა და განათლების და კვალიფიკაციის ზრდის შეხამება უნდა მოხდეს ბუნებრივად, ისე რომ თვითონ ეს სისტემაც არ გაჩერდეს დაგანაგრძოს ეფექტურად მუშაობა.

ეს არის ის რთული გამოწვევა, რომელიც დგას დღეს ნებისმიერი მთავრობის წინაშე, რომელსაც უნდა, რომ მაღალი ხარისხით უპასუხოს ამომრჩევლის ნდობას" - განაცხადა გიორგიმარგველაშვილმა.

როგორც კონფერენციის გახსნისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საჯარო მმართველობის განვითარების თვალსაზრისით საქართველოს ძალიან საინტერესო წარმატება აქვს, რომლებსაცვუზიარებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ მზად, როგორც სახლემწიფო, რომ მივიღოთ ახალი ცოდნა.

საჯარო სამსახური ერთდროულად უნდა იყოს ეფექტური, მაღალკვალიფიციური და მაღალი მორალური ღირებულებების მატარებელი.

კონფერენციის გახსნისას სიტყვით გამოვიდნენ ასევე: ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში იან კელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშჰერმანი, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი მაკა იოსელიანი.

კონფერენციაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა) არსებულ პრობლემებზე.

კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში ეფექტური მმართველობითი მექანიზმების სწავლებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას,როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით;

საჯარო მმართველობის საუნივერსიტეტო კურსების განვითარების, პროფესიული განვითარების პროგრამების მეშვეობით, საჯარო მოხელეებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღვივების დასაჯარო სამსახურში ეთიკური ქცევითი მოდელების დამკვიდრების საკითხებს.

ღონიძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საქართველოსპრეზიდენტის მრჩევლები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge