png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბიზნესის, ტურიზმისა და ჰაი-ტექის სფეროებში საქართველო-ისრაელის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია

  • სამართალი
  • 23.02.2017
  • 15:26
 ბიზნესის, ტურიზმისა და ჰაი-ტექის სფეროებში საქართველო-ისრაელის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია

ხვალ, 24 თებერვალს, 11:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (წვეულებათა დარბაზი N2, მეორე სართული) საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და „ისრაელის სახლი“  ისრაელიდან ჩამოსული 100-მდე სტუმრის - ისრაელის მედიის წარმომადგენლების, ექსპერტების, ბიზნესმენების, ფინანსისტების, იურისტების, ისრაელში საზოგადოებრივი აზრის შემქნელების მონაწილეობით, გამართავენ 2017 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას.

ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერი დავით ნარმანია და ისრაელის კომპანია „დორონ თრეველის“ ხელმძღვანელობა. ბ-ნ დავით ნარმანია ისრაელელ სტუმრებს გააცნობს თბილისის საინვესტიციო პოტენციალს და იმ საინვესტიციო პროექტებს, რომელსაც თბილისის მერია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასთან თანამშრომლობით განახორციელებს, როგორც გასული წლების წარმატებული ორმხრივი ვიზიტების გაგრძელებას.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და „ისრაელის სახლის“ სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს საქართველოს კიდევ უფრო უკეთ გაცნობას ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობისთვის, მისი პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიზაციას.

ბიზნეს პალატის ხელმძღვანელისა და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებლის, იციკ მოშეს თქმით, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, წელს საქართველოს კიდევ ეწვევა  საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი 500-მდე წარმომადგენელი ისრაელიდან, ხოლო კომპანია „დორონ თრეველი“ ისრაელიდან 10 ათასი ტურისტის შემოყვანას გეგმავს. ისრაელელებისა და მსოფლიო ებრაელობისთვის შემუშავდა ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ახალი მარშრუტიც. მასში მოექცევა თბილისში ქართველი შინდლერების ხსოვნის პარკიც, რომელის გახსნაც, „ისრაელის სახლის“ ინიციატივით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, წელს, გაზაფხულზე იგეგმება.

საქართველო ისრაელის ბიზნეს პალატა წელს ორგანიზებას გაუკეთებს, აგრეთვე, ორ ბიზნეს ფორუმს,  ისრაელის პარლამენტის - ქნესეთის დავალებით აქტიურად ჩაერთვება ისრაელ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

2017 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე საუბარი შეეხება აგრეთვე, ჰაი-ტექსა და სოფლის მეურნეობაში ისრაელის წარმატებული მოდელების გადმოტანას, ისრაელიდან ინვესტიციების მოზიდვის საკითხს, ახალ ბიზნესპროექტებს, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ღონისძიებას  ბიზნეს პალატისა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე წარუძღვება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge