png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

პარლამენტში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 23.02.2017
  • 17:23
პარლამენტში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში, 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა.

პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. პანაშვიდის შემდეგ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, დეპუტატებთან და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფაგვირგვინით შეამკო. მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, ასევე, ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილიმა, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა.

იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თავის გამოსვლაში დღევანდელი დღის მნიშვნელობას გაისვა ხახი  და ახალგაზრად იუნკერების გმირობის შესახებ ისაუბრა. „მართლაც, ტრაგედია იყო მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, თითქმის საუკუნის წინ, ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა და ამ დღეს ჩვენი ქვეყნის, მე ვიტყოდი, რჩეული თაობის გამორჩეული გოგოები და ბიჭები დაიღუპნენ. ჩვენ ახლა ვდგავართ იქ,  სადაც დასაფლავებული იყვნენ იუნკერები",-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 186 იუნკერს ბოლომდე ჰქონდა გაცნობიერებული,  რომ  ყველანი დაიხოცებოდნენ, მაგრამ ამ განცდის მიუხედავად, უკან არდაუხევიათ: „ჩვენ მათ, ალბათ,  გენეტიკური მეხსიერება გადმოგვცეს, რომ მხოლოდ თავგანწირვით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დაცვას", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე განცხადებით,  დიდია მოთხოვნა ქუთაისში არსებულ გენერალ კვინიკაძის სახელობის კადეტთა სკოლაზე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა აღმოსავლეთ საქართველოშიც გაიხსნას მსგავსი  სკოლა: „მე მართლაც ვამაყობ ქუთაისში გენერალ კვინიკაძის სახელობის კადეტთა სკოლით.  გულწრფელად ვამაყობ ამახალგაზრდებით. მართლაც გამორჩეული თაობა მოდის, თავისი შემართებით,  სიყვარულით და აი, ამ წარსული გმირობის დიდი მაგალითებით. ძალიან დიდი მოთხოვნაა ამ სკოლაზე და ასევე, დიდია მოთხოვნა მსგავს სკოლაზე აღმოსავლეთ საქართველოშიც.  ადრეც მისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ  ამ გამორჩეულ დღეს,  ჩვენი გმირების სახელით, მინდა გთხოვოთ, რომ ანალოგიური სკოლა გავხსნათ აღმოსავლეთ საქართველოში. როგორც თელავის დეპუტატი, მაქსიმალურად გავწევ ჩემს ლობირებას, რომ თელავში დავაფუძნოთ ასეთი სკოლა. ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი მომავალითაობის სწორად აღზრდა, ისე, როგორც ეს ჩვენ, თითქმის საუკუნის წინ გვაჩვენეს ჩვენმა იუნკრებმა", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge