png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

სტიქიის შედეგად დაზარალებულმა ხუთმა ოჯახმა, ზარალის ანაზღურბის შეთავაზებაზე უარი თავად განაცხადა - თბილისის მერია

  • პოლიტიკა
  • 24.02.2017
  • 18:08
 სტიქიის შედეგად დაზარალებულმა ხუთმა ოჯახმა, ზარალის ანაზღურბის შეთავაზებაზე უარი თავად განაცხადა - თბილისის მერია

თბილისის მერია სტიქიის შედეგად დაზარალებული იმ 5 ოჯახის შესახებ, რომელთაც საცხოვრებელი სახლები კანონიერ მფლობელობაში არ ჰქონიათ, განცხადებას ავრცელებს.

,,13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს შორის აღმოჩნდა 13 ოჯახი, რომელთაც არ გააჩნდათ საკუთრების მოწმობა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თბილისის მერიამ მათ მაინც გაუკეთა შეთავაზება საცხოვრებელი სახლისა და ფულადი დახმარების სახით, რასაც 8 ოჯახი დაეთანხმა, ხუთმა კი ჯერ - თანხმობა, ხოლო მოგვიანებით უარი განაცხადა.

შეთავაზებაზე უარი თქვეს:

  1. დავით გურგენიძემ - 2 ბინა და 75 000 ლარი ( ხუთსულიანი ოჯახი)
  2. ნანი კრიჭაშვილმა - 1 ბინა და 30 000 ლარი ( ორსულიანი ოჯახი)
  3. ნანა ქემოკლიძემ - 1 ბინა და 30 000 ლარი (ორსულიანი ოჯახი)
  4. ზაზა ჯელაძემ - 1 ბინა და 30 000 ლარი (ერთსულიანი ოჯახი)
  5. დავით ბორძიკულმა - 1 ბინა და 30 000 ლარი (ერთსულიანი ოჯახი)

დაზარალებულთათვის დახმარების გაცემის ოდენობა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილების საფუძველზე განისაზღვრა.

მიუხედავად უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების არ ქონისა, აღნიშნულმა პირებმა მუნიციპალიტეტისგან კიდევ უფრო მასშტაბური ფულადი დახმარება მოითხოვეს და მიმართეს სასამართლოს.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ იხელმძღვანელა მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. იმ შემთხვევაში, თუ არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობა შეიცვლება, სააგენტო იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge