png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

რომელი ძალაც არ უნდა დაუპირისპირდეს ჩვენს ქვეყანას, ვერასდროს გაიმარჯვებს საბოლოოდ - პრეზიდენტი

  • პოლიტიკა
  • 24.02.2017
  • 18:36
რომელი ძალაც არ უნდა დაუპირისპირდეს ჩვენს ქვეყანას, ვერასდროს გაიმარჯვებს საბოლოოდ - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლების გმირების ხსოვნის მემორიალი გახსნა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, რომელიც 1919 წელს დაარსებული პირველი ქართული „იუნკერთა სკოლის“ შთამომავალია, მემორიალის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აკადემიის კურსანტები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ქვეყნის განვითარების ისტორიაში 1919-1921 წლების მოვლენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ ადამიანების სულის ზეობას, ვინც დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის დაპყრობასა და ოკუპაციას.

როდესაც ვიხსენებთ ამ თებერვლის დღეებს, ბევრი რამაა რაზეც შეგვიძლია განსაკუთრებული ემოციით ვისაუბროთ. ერთი მხრივ, მიმდინარეობს თბილისის ირგვლივ უთანასწორო ბრძოლა და ამ ბრძოლაში ჩვენი თანამემამულენი უპირისპირდებიან ვერაგ და ძლიერ მტერს; მეორე მხრივ, თბილისშივე, ჩვენი წინაპარი პოლიტიკოსები მუშაობენ ახალ კონსტიტუციაზე - იმ კონსტიტუციაზე, რომელსაც სულ რამდენიმე დღე უნდა ეარსება - 3 თუ 4 დღე....

იმ დღეებში, როდესაც მიმდინარეობდა ბრძოლა და, როდესაც იღებდნენ კონსტიტუციას, თითქოს არაფერს ჰქონდა აზრი, მაგრამ ჩვენი დღევანდელი აქ დგომა ნათლად აჩვენებს იმას, რომ ამას აზრი ჰქონდა.

1995 წელს უკვე ახალმა ქართულმა სახელმწიფომ, სწორედ იმ რამდენიმე დღის კონსტიტუციაზე დააფუძნა საკუთარი ახალი კონსტიტუცია, სწორედ იმ რამდენიმე წლის პირველ რესპუბლიკაზე დავაფუძნეთ ჩვენ ჩვენი ახალი დამოუკიდებლობა. სწორედ იმ ადამიანების ღვაწლით იზრდება ჩვენი ჯარისკაცების ახალი თაობა, მომავალშიც გაიტანენ ჩვენ ქვეყანას, რამდენადაც არ უნდა იყოს მტერი ჩვენზე ძლიერი, ან უფრო დიდი რესურსის მქონე.

დღეს მე მინდა პატივი მივაგო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს ქვეყანას იცავდა და ვინც მომავალში დაიცავს.

ამ ადამიანების წინაშე დგას ხოლმე, ძალიან პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის ქვეყნის დაცვის მართლაც უთანასწორო ბრძოლა.

ეს ადამიანები უპირისპირდებიან ხშირად ბევრად უფრო ძლიერ მტერს, მაგრამ მათი უნარის საშუალებით ჩვენ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებდით საუკუნეების განმავლობაში და მომავალშიც გავიმარჯვებთ.

დიდება იმ წინაპრებს, ვინც ჩვენი ბრძოლა დღევანდლამდე მოიყვანა. მადლობა იმ ადამიანებს, ვის მხრებზეც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის დაცვა.

რომელი ძალაც არ უნდა დაუპირისპირდეს ჩვენს ქვეყანას,  ვერასდროს გაიმარჯვებს საბოლოოდ. ამისი ნიშანი, თუნდაც დღეს ჩვენი აქ დგომაა,  ამის ნიშანია ეს სასწავლებელი და ის ადამიანები, ვინც დღეს ამ სასწავლებელში იზრდებიან, ვინც დგანან იქ საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს ოკუპანტის ჯარი.  ჯარი, რომელიც იმ ადგილს დატოვებს, ჯარი, რომელიც იმ ადგილიდან გავა და ის მხარეები, რომლებიც დღეს ჩვენგან ჩამოშორებულია, რა თქმა უნდა ,ისევე როგორც წარსულში, დაუბრუნდებიან თავის დედა სამშობლოს.

გმადლობთ დღევანდელი დღისთვის და ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

მემორიალის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge