png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გვარამია: არც აწმყოში და არც მომავალში რუსთავი 2 არ ფიქრობს რევოლუციურ სცენარებზე

  • კომენტარები
  • 30.10.2015
  • 12:37
გვარამია: არც აწმყოში და არც მომავალში რუსთავი 2 არ ფიქრობს რევოლუციურ სცენარებზე

 არც აწმყოში და არც მომავალში რუსთავი 2 არ ფიქრობს რევოლუციურ სცენარებზე, მთავრობის შეცვლაზე, - განაცხადა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა.

  "პროცესები ქვეყანაში გამწვავდა ბოლო დღეებში და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსთავი2-ს საუბარი დაეწყო საკუთარი თავის დაცვაზე. ყველა მეთოდის გამოყენებაზე რომ დაეცვა ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების თავისუფლება. საქართველოს მთავრობამ სამართლიანი სასამართლოს გარეშე დატოვა რუსთავი 2. მათ გაგვხადეს იძულებული, რომ ვეძებოთ გზები საიმისოდ რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლებები. მიუხედავად ამ რეჟიმისა, რომელშიც საქართველოს მთავრობა გვაყენებს, უწყვეტი შანტაჟის, ზეწოლის და ათასგვარი ცილისწამების ქვეშ. მიუხედავად ამისა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ძალებს აქვთ სხვადასხვა მიმართულებები, თუ როგორი უნდა იყოს რუსთავი 2-ის ქმედებები.

ჩვენ ვუსმენთ ყველას მაგრამ ვიქცევით ისე, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ. ხელისუფლებას ვერ გავაცნობთ ჩვენ გეგმას. ის ჩვენი მოწინააღმდეგეა. არც აწმყოში და არც მომავალში რუსთავი 2 არ ფიქრობს რევოლუციურ სცენარებზე, მთავრობის შეცვლაზე. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია და ჩვენი ინტერესი. ჩვენი ინტერესი არის ერთადერთი - თავისუფლად მაუწყებლობა და პროცესების იმგვარად გაშუქება, როგორც ჩვენ მივიჩნევთ სწორად და საჭიროდ. რას ფიქრობენ პოლიტიკური პარტიები და ხელისუფლება ჩვენთვის არის მეორე ხარისხოვანი," - განაცხადა გვარამიამ. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge