png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველო ევროპულ გზაზე მარტო არ არის, გვჯერა, რომ მალე ვიზეიმებთ ამ დიდებულ მომენტს - დიმიტრის ავრამოპულოსი

  • პოლიტიკა
  • 27.02.2017
  • 13:12
 საქართველო ევროპულ გზაზე მარტო არ არის, გვჯერა, რომ მალე ვიზეიმებთ ამ დიდებულ მომენტს - დიმიტრის ავრამოპულოსი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.

ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტთან გაიმართა უმნიშვნელოვანესი დისკუსია საქართველოს ევროპულ პერპესქტივებზე.

„მე მუდმივად აღვნიშნავდი და პრეზიდენტთან შეხვედრისას დღესაც გავიმეორე, რომ ჩვენ საქართველოს განვიხილავთ როგორც მოწინავე ქვეყანას ფართო, ევროპულ სივრცეში.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველა წამოწყების და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმის გათვალისწინებით, ჩვენ ძალიან მალე შევიმუშავებთ პოზიცას საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე;

მე პირადად ვმუშაობდი ამ საკითხზე. დღეს მე ევროკავშირის კომისარი და ასევე საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ვარ.

ეს ნაწილობრივ იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ ბერძენი ვარ და ქართველებს და ბერძნებს ყოველთვის წარმატებული ისტორიული ურთიერთობები ჰქონდათ.

შესაბამისად, საქართველო ევროპულ გზაზე მარტო არ არის. ჩვენ მის გვერდით ვდგავართ და გვჯერა, რომ მალე ვიზეიმებთ ამ დიდებულ მომენტს ქართველ მეგობრებთან.

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტი ბრძენი ლიდერია, რომელიც მიილტვის იმისკენ, რომ საქართველომ შეაღოს ევროპის კარი. მისი პოლიტიკური ღირებულებები ემთხვევა იმ პრინციპებს და ღირებულებებს, რომელზედაც აგებულია ევროპა“, - განაცხადა ევროკომისარმა.

პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველო ვიზალიბერალიზაციის ფინალურ ეტაპზე გადავიდა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის უკვე საბოლოო გაფორმებას გულისხმობს.

მისი განცხადებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს შესრულებული აქვს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

„კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს და რისი გაკეთებაც შეუძლია მას ევროკავშირისთვის, ევროპული იდენტობისთვის, საერთო ევროპული მომავლისა და საერთო ევროპული კეთილდღეობისათვის”, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge