თურქეთის რკინიგზაზე აფეთქება მოხდა
- მსოფლიო
- 27.02.2017
- 15:31
აფეთქება მოხდა თურქეთის რკინიგზაზე. ინციდენტი დიარბაქირის პროვინციაში მოხდა. შედეგად სატვირთო მატარებლის სამი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.
სააგენტო Anadolu-ს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია, სამართალდამცველები დივერსიას არ გამორიცხავენ.
დიარბაქირის პროვინციაში აქტიურად მოქმედებს თურქეთში აკრძალული ქურთების მუშათა პარტია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200