ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა
- მსოფლიო
- 27.02.2017
- 16:54
ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორზე იერიში პალესტინელი მებრძოლების მხრიდან სარაკეტო დარტყმიდან რამდენიმე საათის შემდეგ მიიტანა.
დაშავებულების შესახებ იფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
მედიის ცნობით, თვითმფრინავები ღაზის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 16 სამიზნეს უტევდნენ. დარტყმები ძირითადად ხორციელდებოდა საწვრთნელ ბაზებზე, რომლებსაც პალესტინის სხვადასხვა დაჯგუფებების მებრძოლები იყენებენ.
ავიაიერიში პალესტინის სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ განხორციელდა. რაკეტა ისრაელის სამხრეთით ჩავარდა. სერიოზული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200