ტრამპი: პრესაში თეთრი სახლის დისკრედიტაციის შემცველი ინფორმაციების გაჟონვის უკან ობამას გუნდი დგას
- მსოფლიო
- 28.02.2017
- 11:28
პრესაში თეთრი სახლის დისკრედიტაციის შემცველი ინფორმაციების გაჟონვის უკან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი გუნდი დგას. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
”ვფიქრობ, რომ ობამა ამის უკან დგას, შესაძლოა ამით მისი ხალხი იყოს დაკავებული. სავარაუდოდ, ზოგიერთი ინფორმაცია მათ ქმედებებების შედეგია. ეს ძალიან ცუდია ეროვნული უსფრთხოების თვალსაზრისით”, - აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, ობამას გუნდი შესაძლოა რესპუბლიკელების წინააღმდგ გამართული აქციების ორგანიზატორიც იყოს.
ტრამპი ხშირად გამოთქვამს შეშფოთებას მედიაში თეთრი სახლის შიდა სამზარეულოს შესახებ ინფორმაციის გაჟონვის გამო. CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ტრამპი კომპეტენტურ ორგანოებს პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლების ტელეფონების შემოწმებას დათანხმდა, თუმცა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ეს ინფორმაცია უარყო.