png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 28.02.2017
  • 12:23
 გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას გაითვალისწინოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფაქტორები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ, სამწლიან გეგმას, საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას, ფისკალურ და მონეტარულპოლიტიკას, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, საპენსიო რეფორმას და კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებს.

„ვისაუბრეთ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის საქართველოს ფისკალური პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა. სოფლის მეურნეობის განვითარებისშემაფერხებელი ფაქტორი, რასაც მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს.
იგეგმება მიწის რეგისტრაციის უფრო გააქტიურება, თუმცა მივიჩნევთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ამ ქვეყანაში უფრო სწრაფი და დინამიური რომ იყოს,გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკანონმდებლო ინიციატივების უფრო აქტიურ იმპლემენტაციას.
ასევე ვისაუბრეთ საპენსიო რეფორმაზე, კაპიტალის ბაზრის შექმნაზე. მივიჩნევთ, რომ ბიზნესს კომერციული ბანკებიდან სესხის აღების გარდა, უნდა ჰქონდეს წვდომაასევე, კაპიტალის ბაზართან, დამატებითი რესურსის მოსაძიებლად.
მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები. რადგან ქვეყნის პრეზიდენტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვსუმუშევრობის დონის შემცირებას და დასაქმების ზრდას, მიიჩნევს რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საჭიროებს ხელშეწყობას.
ეს საკითხი იყო კრიტიკულად განხილვის თემა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას, იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს გარკვეულიფაქტორები, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ქვეყნის ეკონომიკის ზრდის გეგმა, სავალუტო ფონდის მიხედვით, დაახლოებით 3-3,5 %-ია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს რეალურია,თუმცა მნიშვნელოვანია ამ ყველაფერთან თანხვედრაში იყოს როგორც ფისკალური, ისე მონეტარული პოლიტიკა“, - განაცხადა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge