png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ტარიელ მაისურაძე ქართველ და აფხაზ მომღერლებს „შერიგების ფესტივალზე“ აამღერებს

  • კულტურა
  • 28.02.2017
  • 12:38
ტარიელ მაისურაძე ქართველ და აფხაზ მომღერლებს „შერიგების ფესტივალზე“ აამღერებს

ტარიელ მაისურაძე გუდაუთელი, აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანია. საეტსტრადო და სამსახიობო მოღვაწეობა ტარიელმა აფხაზეთში დაიწყო, ხოლო შემდეგ ბელორუსიაში მოუწია გაგრძელება. უცხო მიწაზე მან მალევე მოიპოვა ადგილობრივი მსმენელის სიყვარული და დღეს იგი ამ ქვეყნის საპატიო მოქალაქე, დამსახურებული არტისტი და საზოგადო მოღვაწეა.

მიუხედავად მძიმე პერიოდისა და მრავალი სირთულისა მომღერალმა შეძლო ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა აღმოსავლეთ ევროპაში, როგორც ქართველ ხელოვანს.

ახლახანს ტარიელი საქართველოში დაბრუნდა თავისი გრანდიოზული პროექტით, რომლის მიზანიც აფხაზ და ქართველ მომღერლებთან ერთად „შერიგების ფესტივალის“ გამართვაა.

„ჩემი პროექტი, რომელზეც დიდი ხანია ვფიქრობდი, მინდა გარკვეული ხიდი იყოს არამხოლოდ აფხაზებსა და ქართველებს შორის, არამედ სხვა ერებს შორის. კონცერტს რუსი ხელოვანებიც შემოუერთდებიან, რადგან მჯერა მხოლოდ სიყვარული, სიკეთე და ხელოვნება გაამთელებს იმ ხიდს, რომელიც ჩვენს მშობლიურ აფხაზებს ჩვენამდე მოიყვანს. ჩემი ძმა რომელიც აფხაზეთთან ომის დროს დაიღუპა და ეროვნული გმირია, სიხარულით შეხვდებოდა ჩემს პროექტს, რადგან დროა ომი და ძალადობა ერთმანეთის სიყვარულმა ჩაანაცვლოს და დაახლოოს ჩვენი ხალხი“, - განაცხადა ტარიელ მაისურაძემ.

ტარიელ მაისურაძემ თბილისში დაბრუნება და პროექტზე მუშაობა, სწორედ მასშტაბური პროექტის გამო გადაწყვიტა და იმედოვნებს, რომ მის ინიციატივას მრავლი მხარდამჭერი გამოუჩნდება, როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან. ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებაზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია გადასული და მომღერალი ჯგუფ "ინკონტაქტ"-თან ერთად გადის რეპეტიციებს და ქართულ რეპერტურზეც მუშაობს. ახალი ქართული სიმღერების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში შედგება. საქველმოქმედო კონცერტს დევნილი მომღერალი საესტრადო-სიმფონიურ ორკესტრთან, ასევე ქართველ, აფხაზ, ოს, რუს და ბელორუს კოლეგებთან ერთად მიმდინარე წელს გამართავს.

ტარიელ მაისურაძის სიმღერები გამოქვეყნებულია ათამდე მუსიკალურ ალბომში; იგი მონაწილეობდა 20-მდე მხატვრულ ფილმში; გახლავთ არაერთი სატელევიზიო პროექტისა და სატელევიზიო გადაცემის ავტორი და წამყვანი; ასევე სხვადასახვა რადიო პროექტის ავტორი; ტარიელი პარალერურად პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. იგი ქ.მინსკის თანამედროვე მცოდნეობის ინსტიტუტის, საესტრადო განყოფილების ლექტორია; ტარიელი ასევე გახლავთ ქართველი ემიგრანტების ჯგუფი"გორდა"-ს ხელმძღვანელი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge