primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველომ დამსახურებულად მიაღწია წარმატებას ვიზალიბერალიზაციის საკითხში

  • პოლიტიკა
  • 28.02.2017
  • 15:26
საქართველომ დამსახურებულად მიაღწია წარმატებას ვიზალიბერალიზაციის საკითხში

პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტის სახელით ყველას გილოცავთ უაღრესად სასიხარულო ამბავს - მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში მიმოსვლა უვიზოდ რეალურად ამოქმედდება, - განაცხადა დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ელა მიშველაძემ.

,,მოგეხსენებათ, ხვალ - პირველ მარტს, ხელი მოეწერება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის აზრით, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არა საბოლოო შედეგი ევროპასთან დაახლოების გზაზე. ეს არის ახალი შესაძლებლობა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობისთვის.

მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროპული არჩევანის შეუქცევადობას და ევროკავშირის მაღალ ნდობას საქართველოსადმი, როგორც საიმედო პარტნიორისადმი.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ დამსახურებულად მიაღწია წარმატებას, რაშიც წვლილი სხვადასხვა დროს საქართველოს მთავრობის წევრებმა შეიტანეს. 

ამავე დროს, ეს არის მოქმედი ხელისუფლების კონსოლიდირებული და ურთიერთშეთანხმებული მუშაობის შედეგი. ქვეყნის პირველი პირის აზრით, მნიშვნელოვანია,  რომ უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც.  პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოსა და ევროპას ამ წარმატებას ულოცავს“, - აღნიშნა ეკე მიშველაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge