png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში დაიწყო

  • პოლიტიკა
  • 01.03.2017
  • 10:21
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დელეგაციასთან ერთად დღეს ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. 

ქვეყნის პირველ პირს მინსკის ნაციონალურ აეროპორტში ბელარუსის რესპუბლიკის ვიცეპრემიერი მიხაილ რუსი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი, ასევე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსში დავით კოტარია დახვდნენ.

ქართველ კოლეგას მასპინძლობას ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გაუწევს. ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში 1-2 მარტს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგგაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან.

გაფართოებული ფორმატით შეხვედრის დასრულების შემდგომ გიორგი მარგველაშვილი და ალექსანდრე ლუკაშენკო ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და მედიისთვის ერთობლივგანცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლობის სასახლის საპატიო სტუმართა ხეივანში ხის დარგვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი მარგველაშვილისპატივსაცემად ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით გამართული ოფიციალური სადილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მინსკში გამარჯვების მონუმენტს გვირგვინით შეამკობს.

2 მარტს გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარეს და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს,პრემიერმინისტრს შეხვდება.

გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის ეროვნულ -ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს.

ოფიციალური დელეგაცია საქართველოში 2 მარტს დაბრუნდება. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge