ინდოეთში Coca-Cola-ს და Pepsi-ს ბოიკოტს უცხადებენ
- მსოფლიო
- 01.03.2017
- 15:41
ტამილ-ნადუს შტატში დღეიდან Coca-Cola-ს და Pepsi აღარ გაიყიდება.
შტატის სავაჭრო ასოციაციის მოწოდებით, ათობით მაღაზიამ უცხოურ გაზიან სასმელებს ბოიკოტი გამოუცხადა.
აქცია მიზნად ადგილობრივი სავაჭრო მარკების განვითარებას ისახავს.
აქტივისტები უცხოურ კომპანიებს ინდოეთის წყლის რესურსების ექსპლუატაციაში ადანაშაულებენ, მაშინ, როდესაც ფერმერები გვალვებს უჩივიან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200