png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოსა და ბელარუსს შორის ინვესტიციების მხარდაჭერისა და საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა

  • პოლიტიკა
  • 01.03.2017
  • 16:06
 საქართველოსა და ბელარუსს შორის ინვესტიციების მხარდაჭერისა და საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ბელარუსში ვიზიტით იმყოფება. მინისტრი ბელარუსის მთავრობის  წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც  ორ ქვეყანას შორის ინვესტიციების მხარდაჭერისა და დაცვის, ასევე საჰაერო მიმოსვლის ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი.

გიორგი გახარიამ ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოსა და ბელარუსსვაჭრობის სფეროში საკმაოდ დიდი  გამოცდილება აქვს, ხოლო გაფორმებული ხელშეკრულებები ორი ქვეყნის კომპანიების ინტერესს ინვესტიციების განსახორციელებლად კიდევ უფრო გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მონაცემებით, საქართველოსა  და ბელორუსიას შორის ვაჭრობის ინდექსმა 78 მილიონს მიაღწია. 

,,ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ხელი მოვაწერეთ ინვესტიციების მხარდაჭერის და დაცვის ხელშეკრულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბელარუსული კომპანიების საქართველოში, ასევე ქართული კომპანიების ბელარუსულ ბაზარზე გააქტიურებისთვის. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ რამდენიმეჯერ იზრდება ხოლმე კომპანიების აქტიურობა და ურთიერთინვესტირების ინტერესი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულებები ხელს შეუწყობსდა ღია ბაზარს მისცემს ფასის დაბალანსების საშუალებას, გაიზრდება ვიზიტორთა და, შესაბამისად, ავიარეისების რაოდენობაც.

,,მეორე ხელშეკრულება არის საჰაერო მიმოსვლის შესახებ,  სადაც, ფაქტობრივად, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ღია ბაზარი დააბალანსებს როგორც ფასს, ასევე რეისების რაოდენობას, რადგან ჩვენ პირდაპირ ვართ დაინტერესებული  ბელარუსიდან საქართველოში მაქსიმალური რაოდენობის ტურისტები მოვიზიდოთ. ვფიქრობთ, რომ უკვე წელს ამ ხელშეკრულებებს თავისი შედეგი ექნება“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.

გიორგი გახარია ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge