png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

,,რუსთავი 2“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

  • საზოგადოება
  • 02.03.2017
  • 10:39
 ,,რუსთავი 2“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

,,რუსთავი 2“ დღეიდან უზენაესი სასამართლოს წინ აქციას იწყებს და12:30-დან კვლავ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა დღეს ,,რუსთავი 2“ -ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად იკრიბება.

“რაიმე პროგნოზების გაკეთება ახლა ძალიან რთულია გამომდინარე იქედან თუ რა ეტაპები გაიარა ,,რუსთავი 2“ -მა მთელი ამ ორი წლის განმავლობაში. შევხედოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მე იმედს ვიტოვებ, რომ დიდ პალატაში აღმოჩნდება მინიმუმ 5 მოსამართლე ისეთი, რომელიც ამ ქვეყნის მომავალზე უარს არ იტყვის და ხელს არ მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას. რაც შეეხება აქციებს, ამ ქციის მიზანია კიდევ ერთხელ, უშუალოდ უზენაესი სასამართლოდან შევახსენოთ მოსამართლეებს, თუ რა მნიშვნელობის გადაწყვეტილებას იღებენ ისინი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ ვგეგმავთ ამ აქციას, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, როგორც სამოქალაქო სექტორს, ასევე პოლიტიკურ სპექტრს, მოსახლეობას, რომ კიდევ ერთხელ დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით იმისათვის, რომ დავიცვათ საბოლოოდ ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ეს რომ იყოს სხვა, რიგითი შემთხვევა, მე დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ ჩვენი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდებოდა და გაუქმდებოდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა იმდენად რამდენადაც ვიცით, რომ სინამდვილეში ეს არ არის სასამართლო დავა და მიმდინარე პროცესს არაფერი არ აქვს საერთო სასამართლოსთან, ამიტომ რთულია სხვაგვარი გადაწყვეტილებების გამორიცხვაც. მინდა იმედი ვიქონიო, რომ უზენაეს სასამართლოში არ მოიძებნება ხუთი ისეთ მოსამართლე რომელიც მზად არის ხელი მოაწეროს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის განვითარებაზე და მათ მომავალ პროფესიულ ცხოვრებაზე,“-აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება ხდება. აღნიშნული სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის სასამართლოს პროცესის პარალელურად დაგეგმილ აქციას უკავშირდება.

სამართალდამცველები ზუბალაშვილებისა და მიმდებარე ქუჩებზე მდგომი ავტომობილების მძღოლებს ადგილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge