თბილისს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვია
- პოლიტიკა
- 02.03.2017
- 15:18
თბილისს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვია. დელეგაციას გენერალი პეტერ პაველი ხელმძღვანელობს. ოფიციალური ვიზიტი 2-დღიანია. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან.
შეხვედრების მთავარი თემებია - ურთიერთობების გაღრმავება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ერთობლივი სწავლებები, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, შავი ზღვის უსაფრთხოება. სტუმრები მოინახულებენ გორის თავდაცვის აკადემიას და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თქმით, ვიზიტი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განვითარების კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200