სასამართლოს გადასაწყვეტია გადაიჩეხება თუ არა „რუსთავი 2“ უფსკრულში - ზაალ უდუმაშვილი
- კომენტარები
- 02.03.2017
- 15:30
სასამართლოს გადასაწყვეტია გადაიჩეხება თუ არა ტელევიზია უფსკრულში, ამის შესახებ კურიერის წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა „რუსთავი 2“- ის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის თავისუფალი ხალხის ქვეყანა და სწორედ მათზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავალი.
„მივმართავ მოსამართლეებს, იყავით გაბედულები, იყავით მტკიცეები. ნურავინ ნუ გაიძულებთ შეცვალოთ თქვენი გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ თქვენზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავალი. ეს ქვეყანა ეკუთვნის ამ ხალხს და არა ერთ ან ორ რომელიმე ოლიგარქს და მის დაქვემდებარებულ ხელისუფლებას, რომელსაც სურს, რომ ეს ქვეყანა ჩრდილოეთ კორეად გადააქციოს. არ იქნება ეს ქვეყანა კორეა. იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი ხალხის ქვეყანა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200