png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ზურაბ პატარაძე ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

  • საზოგადოება
  • 03.03.2017
  • 18:25
ზურაბ პატარაძე ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ქობულეთის ნაპირსამაგრი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. 
 
ქობულეთში ერთდოულად  სკვერების მოწყობის და ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ზურაბ პატარაძეს ქობულეთის გამგებელმა მიაწოდა. 
 
,,ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ქობულეთში. ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტრურული პროექტების განხორციელება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ გვესმოდა მოსახლეობის უკმაყოფილება გზებთან მიმართებაში. თქვენ იცით, რომ საკმაოდ მკაცრი ზამთარი გვქონდა, ცუდი კლიმატური პირობები იყო. როგორც კი ამინდმა მოგვცა საშუალება ინტენსიურად დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მთელ პერიმეტრზე ასფალტის საფარის დაგება. უახლოეს პერიოდში ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით დაზიანებული გზა სრულად იქნება აღდგენილი. ჯამში ამ პროექტის ფარგლებში 500 ათას ლარზე მეტი თანხა დაიხარჯება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას და გალამაზებას და ქობულეთის ცნობადობის ამაღლებას"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
 
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში წელს ქობულეთში ოთხი ახალი სკვერი მოეწყობა.  ახალი სკვერები 9 აპრილის, ლესელიძის ქუჩებზე და აღმაშენებლის გამზირზე (2 სკვერი) განთავსდება. სკვერებში მოეწყობა მწვანე ზოლი, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ბილიკები, სადაც განათების სისტემა და დეკორატიული სკამები დამონტაჟდება. ღონისძიების განსახორციელებლად გამგეობა 508 000 ლარს დახარჯავს. სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი" აწარმოებს. სამუშაოების დასრულება ივლისის თვეში იგეგმება.
 
რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ქუჩის კეთილმოწყობის მიზნით ერთობლივად რამდენიმე ინფრასტრუქტურული ღონისძიება მიმდინარეობს. ქუჩის სავალი ნაწილისა და ტროტუარების კეთილმოწყობის პარალელურად დაწყებულია ჩიხების რეაბილიტაციაც. პროექტის ფარგლებში ქუჩის ტროტუარები (ვერულიძის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის პირველი შესახვევის გადაკვეთამდე მონაკვეთი) დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ასევე მოეწყობა ბორდიულები და გაკეთდება შეჭრები სანაგვე ყუთების განსათავსებლად და ავტობუსების გაჩერებისთვის. სამუშაოების დასრულება ივლისის თვეში იგეგმება. პროექტის განსახორციელებლად 176 300 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ჯორჯიან სტოუნი" აწარმოებს.  
 
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში  აღმაშენებლის ქუჩის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები, ქუჩის სავალ ნაწილზე დეკორატიული ფილები დაიგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი დამონტაჟდება. ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 276 600 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან სტოუნი" აწარმოებს. ინფრასტრუქტრული პროექტი ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge