საზარელი მკვლელობა - პოლიციამ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 4 ცხედარი აღმოაჩინა
- მსოფლიო
- 04.03.2017
- 12:36
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტუვაში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
დანაშაული გვიან ღამით ბარუნ-ხემჩიკის რაიონში მოხდა.
ქალაქ აკ-დოვურაკის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში პოლიციამ 4 ცხედარი აღმოაჩინა.
35 წლის ცოლ-ქმარი და მათი 2 შვილი სავარაუდოდ მოკლეს, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდეს.
ცხედრებს მრავალრიცხოვანი დაზიანებები აღენიშნება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200