png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

პრეზიდენტის განცხადება პოლიტიკური სპეკულაცია იყო - ირაკლი სესიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 04.03.2017
  • 15:50
პრეზიდენტის განცხადება პოლიტიკური სპეკულაცია იყო - ირაკლი სესიაშვილი

გიორგი მარგველაშვილმა თავისი განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენა საკონსტიტუციო კომისიას, - ასე აფასებს პრეზიდენტის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი "ქართული ოცნებიდან", ირაკლი სესიაშვილი.

მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადება პოლიტიკური სპეკულაცია იყო.

"სამწუხაროდ, პრეიზდენტმა, ამ შემთხვევაში, შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად კომისიას. აქ არ არის საუბარი "ქართულ ოცნებასა" და ხელისუფლებაზე. კომისიაზე მეტ-ნაკლებად ვთანხმდებით, რომ პირველ რიგში, შემდეგი არჩევნები იყოს პირდაპირი წესით და შეიცვალოს შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით. სწორედ იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ ბატონ გიორგი მარგველაშვილს არ დაეწყო პოლიტიკური სპეკულირებები. პრეზიდენტს ერთგვარად ეწყინა, რომ ჩვენ პირდაპირ არაპირდაპირი წესით არ დავნიშნეთ და მხარს არ ვუჭერთ მიდგომას, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იყოს არაპირდაპირი წესით. ეს მოლოდინი რომ არ გაუმართლდა, მაინც ამ სპეკულაციით წავიდა რაც არ უნდა სამწუხარო იყოს",- განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არჩევითობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კონკრეტულ პოლიტიკოსთან მიმართებაში იღებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ პრეზიდენტის არჩევის უფლება ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge