png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

უზეირ ჯაფაროვი: დავით გარეჯზე აზერბაიჯანს უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე საქართველოს

  • საზოგადოება
  • 06.03.2017
  • 11:58
უზეირ ჯაფაროვი: დავით გარეჯზე აზერბაიჯანს უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე საქართველოს

საქართველო და აზერბაიჯანი შეძლებენ კომპრომისის მიღწევას დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით და 2017 წელს დაგეგმილი მოლაპრაკებები დადებით შედეგებს მოიტანს. ამის შესახებ Echo.AZ-თან ინტერვიუში აზერბაიჯანელმა სამხედრო ექსპერტმა უზეირ ჯაფაროვმა განაცხადა.

”საქართველოს ესმის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს ზონა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამის გარდა იურიდიულად აზერბაიჯანს მასზე უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე საქართველოს”, - აღნიშნა მან.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ფართობი 480 კმ-ს შეადგენს. გასულ წელს აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაციის დასრულების მზაობის შესახებ.

”აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არასდროს დამდგარა მწვავე საკითხები, მათ შორის ტერიტიორიული, გარდა ქეშიშ-დაღასი, ანუ, როგორც მას  საქართველოში უწოდებენ,- დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის. ორივე ქვეყნისთვის ეს საკითხი დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს. 25 წლის განმავლობაში აზერბაიჯანსა და საქართველოს თბილი, კეთილმეზობლური დამოკიდებულება აქვთ”, -აღნიშნავს ჯაფაროვი.

ჯაფაროვი დარწმუნებულია, რომ დავით გარეჯი ორ ქვეყანას შორის დაბრკოლებად  არ იქცევა.

”საქართველო დათანხმდება რომ აზერბაიჯანს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე უფრო მეტი მორალური და იურიდიული უფლება აქვს. ამის გარდა ეს ზონა სტრატეგიულ სიმაღლეს წარმოადგენს და მასზე უარს ვერ ვიტყვით. ჩვენ არ გვაქს პრეტენზია საქართველოს, სომხეთის ან სხვა მეზობელი ქვეყნის მიწებზე, მაგრამ რაც ჩვენია, არავის დავუთმობთ”, - აღნიშნავს ჯაფაროვი.

პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის მუბარიზ აჰმედოღლუს თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს შეთავაზებას ვერ მიიღებს. 

”ქართული მხარე ბაქოს სთავაზობს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს დავით გარეჯის არქიტექტურული კომპლექსის სანაცვლოდ. აზერბაიჯანის მთავრობა ამ პირობას არ დათანხმდება, რადგან საუბარია სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაზე და ისტორიულ მემკვიდრეობაზე”, - განუცხადა აჰმედოღლუმ გამოცემას.

”ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც მოსახლეობის ნაწილი ზოროასტრიზმის აღმსარებელი იყო, ნაწილი კი - ქრისტიანობის. ჩვენ ვერ შევძლებთ უარი ვთქვათ ისტორიულ ობიექტზე, რომელიც ადასტურებს, რომ ქრისტიანობის ისტორია აზერბაიჯანსაც შეეხო,” - განაცხადა აჰმედოღლუმ.

”სწორი იქნება, რომ საქართველომ უარი თქვას თავის პრეტენზიებზე და ამით აჩვენოს, თუ როგორ სცემს პატივს აზერბაიჯანში ქრისტიანობის გავრცელების ისტორიას. ნებისმიერ შემთხვევაში მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. აუცილებელია, რომ ამ მოლაპარაკებებს პოლიტიკური ელფერი არ მიეცეს და კონფლიქტურ მდგომარეობამდე არ მივიდეს”, - განაცხადა აჰმედოღლუმ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge