png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მედიაგარემოს მიმართულებით, ქვეყანაში ვითარება გასაუმჯობესებელია - ეკა მიშველაძე

  • პოლიტიკა
  • 07.03.2017
  • 15:19
მედიაგარემოს მიმართულებით, ქვეყანაში ვითარება გასაუმჯობესებელია - ეკა მიშველაძე

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შემდეგ უკვე მისი მედიაში ასახვა, არის თავისუფალი საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მშველაძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მუდმივად გამოხატავს საკუთარ პოზიციას მედიის პრობლემატიკის მიმართ.

"ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს თავისუფალი საზოგადოების მშენებლობისაკენ და უნდა გავიაზროთ, რომ არა მხოლოდ მისაღებ აზრს, არამედ განსხვავებულ აზრსაც აქვს არსებობის უფლება. დღეს, როდესაც საქართველო უფრო ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ოდესმე, დაუშვებელია კიდევ რჩებოდეს და ჩნდებოდეს კითხვები მედიის დამოუკიდებლობის ხარისხთან და მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით; და, როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, პირველ რიგში ვგულისხმობთ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მედია ეკუთვნის საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, მოსწონს, თუ არა რომელიმე მხარეს მისი კრიტიკულობა.

დღეს, "რუსთავი 2"-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების, თავისუფლების შეზღუდვა არის დემოკრატიული მმართველობის პრინციპებზე და ქვეყნის ევროპულ მომავალზე სერიოზული დარტყმა. დღეს საქართველოში მიმდინარე მედიაპროცესები, განსაკუთრებულად მაღალ ხარისხშია აყვანილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რასაც ცხადყოფს საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება.

ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მედიაგარემოს მიმართულებით, ქვეყანაში ვითარება გასაუმჯობესებელია. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დადგა დრო პრობლემების დანახვის, ამ თემებზე ღია და გახსნილი დისკუსიის დაწყების. პრეზიდენტის აზრით, საჭიროა არა დამნაშავის ძებნა, არამედ გამოსავლის ძიება, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სტაბილური მომავლისათვის. და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, რუსთავი 2-ის პროცესებში ჩართულ მხარეებს პრეზიდენტი მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებამდე, არხზე შენარჩუნდეს არსებული სტატუს-კვო", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge