png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქართულმა ღვინომ იაპონიაში “ბრილიანტის” ჯილდო მოიპოვა

  • ეკონომიკა
  • 07.03.2017
  • 15:30
 ქართულმა ღვინომ იაპონიაში “ბრილიანტის” ჯილდო მოიპოვა

„ვაზიანი კომპანის“ ღვინომ - „საფერავი 2015“ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო - “ბრილიანტი” (Diamond Trophy) მოიპოვა.

აღნიშნული ღვინო მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში „საკურას“ კონკურსში (http://georgianwine.gov.ge/geo/new/13043) „ორმაგი ოქროს“ მფლობელი  გახდა და კონკურსის წესების თანახმად, წარდგენილი იყო გამოფენაზე „Foodex Japan 2017“ უმაღლესი ჯილდოს  - “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.

„საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო „ვაზიანი კომპანის“ წარმომადგენელს დღეს ტოკიოში, „Foodex Japan 2017“-ზე საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვას უწოდებს აღნიშნულ წარმატებას.

„ვულოცავ კომპანიას ამ დიდ წარმატებას. მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება   ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე  ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს აქტიური მარკეტინგული ღონისძიებები აქვს დაგეგმილი” - აღნიშნა  გიორგი სამანიშვილმა.

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“(The 4rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2017) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით. თებერვალში გამართულ კონკურსში ჯილდო სულ 12 დასახელების ქართულმა ღვინომ  მოიპოვა -  ერთი „ორმაგი ოქრო“, ექვსი - ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი.

აღნიშნულ კონკურსში ქართულმა ღვინომ უკვე მეორედ დაიმსახურა ეს უმაღლესი ჯილდო. 2015 წელს “ბრილიანტი” (Diamond Trophy) მიიღო კომპანია „ლუკასის“ ღვინომ „ჩხავერი“. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge