png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ირაკლი კობახიძე საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 07.03.2017
  • 17:00
ირაკლი კობახიძე საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი მიიღო.

ირაკლი კობახიძემ მინისტრს მადლობა გადაუხადა საბერძნეთის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისმხარდაჭერისთვის, აგრეთვე, ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის დადებითად დასრულებაში მინისტრის პირადი წვლილისთვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართულიმხარე აფასებს ქართველი მიგრანტებისადმი საბერძნეთის მთავრობის დახმარებას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მ.წ. 20 აპრილს საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღინიშნება. მხარეების შეფასებით, ორქვეყანას შორის ჩამოყალიბდა სტრატეგიული ურთიერთობები, რაც მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს, მათ შორის, ენერგეტიკას, კულტურას, ტურიზმს, თავდაცვას, განათლებას,საინფორმაციო უსაფრთხოებას და სხვა საკითხებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,მნიშვნელოვანია საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მომდევნო კვირასსაქართველოს პარლამენტში დაკომპლექტდება საბერძნეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე აქტიურად იმუშავებს.

ირაკლი კობახიძემ საბერძნეთის საგარეო მინისტრს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა, ასევე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების,მართლმსაჯულების გაძლიერების და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის მიმართულებით გატარებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტუმარს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს მკაფიოდ გამოხატულ დასავლურ კურსს ადასტურებს2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საგარეო პრიორიტეტების შესახებ. ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო რუსეთთან პრაგმატულპოლიტიკას ახორციელებს, რომლის მიზანია წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე დაძაბულობის შემცირება.
მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით საბერძნეთში მიიწვია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge