10 წლის ბიჭმა თანაკლასელებს პაპის დანაზოგი 10 ათასი ევრო დაურიგა
- მსოფლიო
- 09.03.2017
- 14:38
ესპანეთში 10 წლის ბიჭმა თანაკლასელებს 10 ათასი ევრო დაურიგა, რომელსაც პაპამისი სახლისთვის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობისთვის აგროვებდა.
როგორც Daily Mail-ი წერს, ინციდენტი ბარსელონას პროვინციის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში მოხდა. დასვენების დროს მასწავლებლებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ბავშვებს ხელში რამდენიმე 100-ევროიანი ეჭირათ. მოსწავლეებმა უამბეს, რომ ფული თანაკლასელმა მისცა. 10 წლის ბიჭმა მართლაც ყველაფერი აღიარა. მასწავლებელმა WhatsApp-ში სპეციალური ჩატი შექმნეს და მშობლებს მათი შვილების გულუხვი თანაკლასელის ფულის დაბრუნება სთხოვეს.
ფულის დიდი ნაწილის დაბრუნება მოხერხდა, თუმცა მისი გარკვეული ნაწილი ბავშვებმა ტკბილეულსა და სტიკერებში დახარჯეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200