png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მიხეილ ჯანელიძე: სტრასბურგში ჩემი ვიზიტი ”რუსთავი2”-ის საქმეს არ უკავშირდებოდა

  • პოლიტიკა
  • 10.03.2017
  • 11:55
მიხეილ ჯანელიძე: სტრასბურგში ჩემი ვიზიტი ”რუსთავი2”-ის საქმეს არ უკავშირდებოდა

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მისი ვიზიტი სტრასბურგში ”რუსთავი2”-ის საქმეს არ უკავშირდებოდა. ჯანელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მან ევროსაბჭოს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, პოლიტიკური პროცესის და მედიაგარემოს შესახებ. 

”მე ვნახე, რომ ჩემს ვიზიტს გარკვეული სპეკულაციები მოჰყვა. იმ პირებს, რომლებიც ამ ვიზიტთან დაკავშირებით საუბრობენ, თითქოს ეს ემსახურებოდა კონკრეტულად „რუსთავი 2“-ის საქმეს, კარგად მოეხსენებათ, რომ არც ერთი ის პირი, რომელსაც მე შევხვდი ევროპის საბჭოში, არ არის უფლებამოსილი განიხილოს კონკრეტული საქმე. 
საქმეს განიხილავს სასამართლო, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის უფლებამოსილი ისაუბროს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ამას აკეთებს იუსტიციის სამინისტრო. ამიტომ, ყოველგვარი სპეკულაციები გაუგებარია”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო არის პასუხისმგებელი ევროსაბჭოსთან წარმართოს ურთიერთობები.

,,საქართველომ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ამაზე მეტყველებს სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი აპლიკაციების სტატისტიკის შემცირება. ეს გულისხმობს იმას, რომ არის ნდობა ჩვენი სასამართლოსადმი და ასევე საქართველოში ადამიანის უფლებები არის ბევრად უფრო მეტად დაცული, ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ”, - განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge