სტამბოლში ვერტმფრენის კატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 10.03.2017
- 15:02
თურქეთში სტამბოლის ბიუქჩექმეჯის რაიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ვერტმფრენი ძლიერი ნისლის გამო საავტომობილო გზაზე ჩამოვარდა.
კატასტროფა აფრენიდან 5-6 საათის შემდეგ მოხდა. ვერტმფრენი კომპანია Eczacibasi-ს ეკუთვნოდა. ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ორი პილოტი.
გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილთაგან ოთხი რუსეთის მოქალაქეა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200