სომალიში ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 13.03.2017
- 13:07
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა.
პოლიცილეთა განცხადებით თვითმკვლელმა ავტომობილი სასტუმრო Weheliye-თან აიფეთქა.
სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესის” ცნობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
სომალიში მოქმედებს რადიკალური დაჯგუფება ”ალ შაბაბი” (”ახალგაზრდა მოჯახედების მოძრაობა”), რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ქაიდასთან”. სომალიში ტერაქტები ძირითად ”ალ-შაბაბის” ორგანიზებით ხორციელდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200