png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

დიდუბის რაიონის გამგეობა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ მორიგ სიცრუეში ადანაშაულებს

  • საზოგადოება
  • 13.03.2017
  • 14:25
 დიდუბის რაიონის გამგეობა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ მორიგ სიცრუეში ადანაშაულებს

„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს საქართველოს დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების საგანგაშო სტატისტიკის შესახებ, სადაც ჟურნალისტისა და სიუჟეტის მთავარი გმირის მიერ გაჟღერდა არასწორი ინფორმაცია დიდუბის რაიონში, კონკრეტულად, წერეთლის გამზირის N71-სა და N73-ს შორის არსებული სკვერის დემონტაჟის შესახებ.

„განვმარტავთ, რომ ადგილზე, სადაც სიუჟეტის გმირი ინტერვიუს იძლევა და სინანულს გამოთქვამს სკვერის განადგურების თაობაზე, რეალურად სკვერი არასდროს ყოფილა და იქ მხოლოდ 3 სკამი იყო განთავსებული. ასევე, დაზიანებული იყო მწვანე ნარგავები და ბორდიურები. სკვერის მოწყობა კი აღნიშნულ მისამართზე სწორედ ახლა მიმდინარეობს და პროექტს დიდუბის რაიონის გამგეობა ახორციელებს.

ტერიტორიაზე დაიდგმება ახალი სკამები, დეკორატიული ურნები, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, შენარჩუნდება არსებული და დაირგვება ახალი სხვადასხვა სახის ნარგავი.

„ჩვენთვის გასაგებია სიუჟეტის ავტორის სურვილი ვიზუალური და შინაარსობრივი მასალის თანხვედრით შექმნას საინტერესო და სკანდალური მასალა, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არ უნდა მოხდეს ტყუილის ხარჯზე, რასაც ამ შემთხვევაში ნამდვილად ჰქონდა ადგილი.

მეტი სიზუსტისათვის ვავრცელებთ ფოტომასალას, რომელიც წერეთლის გამზირის N71-სა და 73-ს შორის სკვერის მშენებლობის დაწყებამდეა გადაღებული და რომლითაც დასტურდება, რომ სიუჟეტის ავტორმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

„მოვუწოდებთ სატელევიზიო მედიას, თბილისში არსებულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადებისას, მიიღონ სანდო და დაზუსტებული მონაცემები კონკრეტული რაიონის გამგეობის ან თბილისის მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისაგან, რადგან მიგვაჩნია, რომ დედაქალაქის მცხოვრებლებს აქვთ უფლება იცოდნენ სიმართლე.“

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge