png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ზურაბ პატარაძემ პოლონეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

  • პოლიტიკა
  • 13.03.2017
  • 14:28
ზურაბ პატარაძემ პოლონეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესა და პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩს შორის, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. 

ელჩთან შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას   შორის რეგიონულ დონეზე არსებული თანამშრომლობა განიხილეს. 

შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის, ასევე რეგიონულ ჭრილში უკვე განხორციელებული ერთობლივი პროექტების შესახებ. აჭარის რეგიონი ბოლო წლებია აქტიურად თანამშრომლობს პოლონეთის ქვემო სილეზისა და ზემო სილეზიის სავოევოდოებთან, დაგეგმილია რეგიონთაშორისი თანამშრომლობა მალოპოლსკას სავოევოდოსთან.

ზურაბ პატარაძემ და მარიუშ მაშკიევიჩმა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულების, კერძოდ, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზეც ისაუბრეს. ჩატარდება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმებიც, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციებისა და ტურისტების მოზიდვას რეგიონში.  

შეხვედრაზე აღინიშნა აჭარაში პოლონეთიდან  შემოსული ტურისტების  ზრდა, რაც ბოლო წლებში ევროპულ ქვეყნებში საქართველოს, კერძოდ, აჭარა-ბათუმის ტურისტული მიმართულების პოპულარობამ განაპირობა. გასულ წლებში ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები ხორციელდებოდა. პოლონელი ტურისტების ზრდა  ქუთაისის მიმართულებით არსებულმა რეგულარულმა ფრენებმაც განაპირობა. 

,,აჭარა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლონეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლონეთი აჭარის რეგიონისთვის საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი ბაზარია ევროპაში.  გარდა ამისა, ვისაუბრეთ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესახებ. ასევე განვიხილეთ პროექტები, რომლებიც სამომავლოდ საინტერესო შეიძლება იყოს პოლონური კომპანიებისთვის. ძალიან ვაფასებთ პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო კურსს საქართველოსთან მიმართებაში, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის სივრცეში  უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის პროცესში ” - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე მხარეებს შორის განხილულ იქნა ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს პოლონეთის, ვროცლავის უმაღლეს საბანკო სკოლასთან და ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლასთან და  ახორციელებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებებისათვის გაცვლით პროგრამებს. დაიგეგმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება. ასევე საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში ურთიერთობების გააქტიურებას, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს და პრაქტიკულ თანამშრომლობას. 

მარიუშ მაშკევიჩი საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას დეკემბრიდან იკავებს.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge