png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ხელისუფლებას მშვიდად უყურებდა, როგორ იწვოდა და ნადგურდებოდა ბათუმის ქუჩები - ლევან ვარშალომიძე

  • პოლიტიკა
  • 13.03.2017
  • 15:13
ხელისუფლებას მშვიდად უყურებდა, როგორ იწვოდა და ნადგურდებოდა ბათუმის ქუჩები - ლევან ვარშალომიძე

ხელისუფლებას მშვიდად უყურებდა, როგორ იწვოდა და ნადგურდებოდა წლების განმავლობაში აშენებული ბათუმის ქუჩები , - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ”ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ჩადგა სირაქლემას პოზაში და საკუთარ მოქალაქეებთან საუბარზე უარი განაცხადა.

”ბათუმში მომხდარ ვანდალურ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. ყველამ კარგად იცის, რომ ეს სპონტანური აქცია არ გამოწვეულა და არ გამოუწვევია საპატრულო პოლიციის მიერ იმ კონკრეტულ დღეს დაწერილ ჯარიმას. ეს ჯარიმა ბოლო წვეთი იყო იმ უსამართლობისა, ნეპოტიზმისა, კორუფციისა და მძიმე სოციალური ფონისა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში სუფევდა ჩვენს რეგიონში და მთლიანად საქართველოში. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებელი პირები გამოსულიყვნენ და დალაპარაკებოდნენ საკუთარ მოსახლეობას, რომელიც 10 საათის განმავლობაში მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავდა, ხელისუფლება ჩადგა სირაქლემას პოზაში და საკუთარ მოქალაქეებთან საუბარზე უარი განაცხადა,” - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

ბათუმში ვითარება 11 მარტს, საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა.

აქციის მონაწილეებმა ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აქციაზე შეკრებილები დაკავებული პირების გათავისუფლებას, საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას და, აგრეთვე, პატრულის მიერ ჯარიმების გახშირებული დაწერის ფაქტებს აპროტესტებდნენ.აჭარის პოლიციის სამმართველოს წინ აქციაზე მოგვიანებით სპეცრაზმი გამოჩნდა. მას აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს და უკან, ეზოში შეაბრუნეს. სპეცრაზმმა შაშხანებით და ცრემლსადენი გაზით დაიწყო აქციის მონაწილეთა დაშლა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge