png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

360 გრადუსიანი ხედის მქონე მრავალფუნქციური ნაგებობა გუდაურს საშუალებას მისცემს გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი - გიორგი გახარია

  • ეკონომიკა
  • 14.03.2017
  • 17:39
360 გრადუსიანი ხედის მქონე მრავალფუნქციური ნაგებობა გუდაურს საშუალებას მისცემს გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი - გიორგი გახარია

„360-გრადუსიანი ხედის მქონე, მრავალფუნქციური დანიშნულების ლოკაცია გუდაურს საშუალებას მისცემს გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი,“ – ასე გამოეხმაურა გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივას, რომლის მიხედვით გუდაურში,  საბაგიროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი უნდა აშენდეს.

გიორგი კვირიკაშვილმა მშენებლობისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს დაავალა.

„ეს იდეა დაიბადა მთავრობის სხდომაზე დისკუსიის დროს, სადაც განვიხილავდით ჩვენს მიერ გამოტანილ პროექტებს გუდაურისა და რაჭის რეგიონის დეტალური განაშენიანების გეგმის შესახებ. იდეა მართლაც ძალიან კარგია, გუდაურს მოუხდება ასეთი წერტილი. 360 გრადუსიანი ხედის მქონე ლოკაცია, რომელიც მრავალფუნქციური დანიშნულების ნაგებობა იქნება, გუდაურს  მისცემს საშუალებას, გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი“ - აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო კონცენტრირებულად ხარჯავს რესურსს ტურიზმის განვითარებაში და პრემიერის ინიცირებული პროექტი გუდაურის განვითარებას კიდევ უფრო მიეხმარება.

„გუდაურში, ერთ-ერთ ზონაში, სადაც საბაგიროების თავმოყრის ყველაზე დიდი კვანძია, გვაქვს ამ პროექტის განხორციელების ერთი ოფცია. პრემიერმა დაგვავალა, რომ განვიხილოთ კიდევ რამდენიმე ოფცია ცოტა უფრო მაღლა. აქედან გამომდინარე,  გუდაურის განაშენიანების დეტალური გეგმის შედგენის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ლოკაციაში მსგავსი დანიშნულების წერტილი გაჩნდეს“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge