მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ფინალურ სტადიაზე გადავიდა
- მსოფლიო
- 15.03.2017
- 11:08
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ფინალურ სტადიაზე გადავიდა. ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალ-აბადიმ განაცხადა.
”ბრძოლა ფინალურ სტადიაზეა. ”ისლამური სახელმწიფო” პატარა უბანში ალყაშემორტყმულია და უკანასკნელ დღეებს ითვლის”, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა სააგენტო ”როიტერს”.
მისი თქმით, ერაყის ხელისუფლება მშვიდობიანი მცხოვრებლების მიმართ, რომელთა ნათესავებიც ”ისლამური სახელმწიფოს” მხარეს იბრძოდნენ, ძალას არ გამოიყენებს, თუმცა თავად მებრძოლები განადგურდებიან თუ იარაღს არ დაყრიან. მისივე თქმით, ტერორისტები, რომლებიც ხელისუფლებას ჩაბარდებიან, დანაშულებებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან.
ერაყის პრემიერი მომდევნო კვირას ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200