png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყო

  • პოლიტიკა
  • 16.03.2017
  • 10:32
 საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბაქოს მე-5 გობალური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი მარგველაშვილი ფორუმის „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი“ გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას და 50-ზე მეტი ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტი პირველ პანელზე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს როლზე  საერთაშორისო ურთიერთობებში და მის მნიშვნელობაზე  ისაუბრებს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

წლევანდელი ფორუმის მთავარი ამოცანაა, მსოფლიო ლიდერებმა ისაუბრონ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავლისა და ისეთი გამოწვევების შესახებ, როგორიცაა მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ  ბრძოლა.

ღონისძიების მთავარ განსახილველ საკითხებს შორის  ასევე არის ევროპის მომავალი და პოპულიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის.

გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ასევე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აკადემიაში საქართველოს პრეზიდენტისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ცერემონიაც გაიმართება.

ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge