ხანძარი თბილისში - სვანეთის უბანში ცეცხლი სახლის სხვენს გაუჩნდა
- საზოგადოება
- 16.03.2017
- 14:51
თბილისში, სვანეთის უბანში საცხოვრებელი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა.
როგოც საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200