”ალ-ქაიდამ” ისლამისტურ დაჯგუფებებს დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდგ გაერთიანებისაკენ მოუწოდა
- მსოფლიო
- 02.11.2015
- 11:25
”ალ-ქაიდამ” ისლამისტურ დაჯგუფებებს შიდა დაპირისპირების შეწყვეტისა და დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდგ გაერთიანებისაკენ მოუწოდა. Reuters-ის ინფორმაციით, ასეთი მოწოდებით ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი აიმან ალ-ზავახირი გამოვიდა.
მან მთავარ სამიზნედ ამერიკის შეერთებული შტატები დაასახელა. ალ-ზავაჰირი რუსეთთან და დასავლეთთან ერთად მტრებად იარანელებსა და ”ჰესბოლასაც” მოიაზრებს. ”ალ-ქაიდას” ლიდერმა ”ისლამურ სახელმწიფოსთან” კონფლიქტში მოსალოდნელი ჩათრევის შესახებ სირიელი ამბოხებულებიც გააფრთხილა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, აღნიშნული მოწოდებები აუდიო მასალის სახით ინტერნეტით გავრცელდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200