ბათუმის არეულობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ 6 პირს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ
- სამართალი
- 17.03.2017
- 10:47
ბათუმში 11-12 მარტის არეულობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ 6 პირს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ. ექვსიდან ერთი არასრულწლოვანია. შესაძლოა, სასამართლომ დღესვე იმსჯელოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.
ყველა მათგანს სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა ეკისრება. გამოძიება მათ მასობრივ არეულობას და პოლიციელსა და სახელმწიფო დაწესებულებაზე თავდასხმას ედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის 70-ზე მეტ ადამიანს ადმინისტრაციული სასჯელი აქვს შეფარდებული. 6-ს კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაეკისრა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200