ხანძარი რუსთავში - გარდაიცვალა ერთი ადამიანი
- საზოგადოება
- 19.03.2017
- 13:27
ხანძარი რუსთავში - ქვის გადამამუშავებელი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საამქროსთან მდგარ ჯიხურს გაუჩნდა, რომელშიც მამაკაცი იმყოფებოდა.
ადგილზე 2 სახანძრო მანქანა მუშაობდა და ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხდა, რის შემდეგაც ჯიხურში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200