png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ივანიშვილის სკანდალი - ყოფილ პრემიერს ყოფილი მეუღლე უჩივის

  • სამართალი
  • 02.11.2015
  • 12:07
ივანიშვილის სკანდალი - ყოფილ პრემიერს ყოფილი მეუღლე უჩივის

საფრანგეთის რესპუბლიკის პროკურორის სახელზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „პოსკრიპტუმი“ ავრცელებს. ეს არის პარიზის სისხლის სამართლებრივი მართლწესრიგის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა. დოკუმენტი რუსთავი2-ს ჟურნალისტმა ვლადიმერ ივანიძემ მიაწოდა. ცნობაში წერია, რომ მოქალაქე ინგა პავლოვას განცხადების საფუძველზე ფრანგმა სამართალმდაცავებმა საფრანგეთის მოქალაქის ბიძინა ივანიშვილის მიერ 1994 წელს გაფორმული დოკუმენტების კანონიერების შესწავლა დაიწყეს.

ვლადიმერ ივანიძის მტკიცებით, მოქალაქე ინგა პავლოვა ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლეა, რომელთანაც საქართველოს ყოფილმა პრემიერმა პარიზში იქორწინა. პარიზის მერიის არქივიდან გამოთხოვილ ცნობში ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ინგა პავლოვას ქორწინება ნამდვილად შედგა. ამავე ცნობაში წერია, რომ თანაცხოვრების შემდეგ პავლოვამ და ივანიშვილმა განქორწინება ერთობლივად გადაწყვიტეს. ჟურნალისტ ვლადიმერ ივანიძის მტკიცებით, სწორედ ეს დოკუმენტია გაყალბებული და ბიძინა ივანიშვილმა განქორწინება ისე გააფორმა, რომ მისმა კანონიერმა მეუღლემ ამის შესახებ არაფერი იცოდა. დოკუმენტის ფაბრიკაციის მიზანი კი ერთადერთი იყო- ივანიშვილს არ მიეცა პავლოვასთავის ფრანგული კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონების წილი.

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ინგა პავლოვას ინტერესებს ფრანგი ადვოკატი იცავს. პავლოვა სასამართლო დავის დასრულებამდე ინტერვიუზე უარს ამბობს. ვიდეომიმართვაში კი, რომელიც მან ინტერნეტით გაავრცელა, ვრცლად ყვება, თუ რას ედავება ბიძინა ივანიშვილს.

საფრანგეთის გარდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პავლოვამ საჩივრით რუს სამართლამდაცავებსაც მიმართა. მისი მტკიცებით, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ყოფილი მეუღლის სახელზე რუსეთში 1994 წელს კომპანია ფაქტორეალი დააფუძნა, რომელსაც 2006 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ფლობდა. პავლოვას სახელით კი დოკუმენტაცია ისე ფორმდებოდა, რომ მან არც კი იცოდა, მის სახელზე რუსეთში კომპანია რომ იყო რეგისტრირებული.

თუ ინგა პავლოვა პარიზის სასამართლოში დაამტკიცებს, რომ ის ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის ცოლი იყო და განქორწინების თანხმობა არ მიუცია, მაშინ საქართველოს ყოფილ პრემიერს ყოფილი ცოლისთვის დიდი ფულის გადახდა მოუწევს. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge