შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა
- საზოგადოება
- 21.03.2017
- 17:17
შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის და კავშირის - „ჩვენი ბავშვები“ ერთობლივ კამპანიას - „ჩემი ხმა საზოგადოებაში“ შეურთდა, რომელიც 15-21 მარტს მიმდინარეობდა.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტებში საინფორმაციო აქტივობები მოეწყო. დაცვის პოლიციელებმა მოქალაქეებს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის სიმბოლოს - ფერადი წინდის და დაუნის სინდრომის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
საინფორმაციო კამპანიის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებებისა და საჭიროებების შესახებ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200