png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის შემოსავლიანობის მრუდის გამოქვეყნებას იწყებს

  • ეკონომიკა
  • 02.11.2015
  • 12:09
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის შემოსავლიანობის მრუდის გამოქვეყნებას იწყებს

დღეიდან ეროვნული ბანკი ლარის შემოსავლიანობის, ინდიკატორული მრუდის რეგულარულ გამოქვეყნებას იწყებს. მრუდი შემუშავდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ექსპერტების დახმარებით, EBRD-თან ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

შემოსავლიანობის მრუდი ფინანსური ბაზრის ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ის გვაჩვენებს ურისკო საპროცენტო განაკვეთებს ყველა ვადიანობის ინსტრუმენტისთვის. ფინანსური ბაზრის მონაწილეებს მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც ინდიკატორული მაჩვენებელი, ლარის ფასიანი ქაღალდების ფასის განსაზღვრისა და პროგნოზირებისათვის პირველად თუ მეორად ბაზარზე. შესაბამისად, ლარის შემოსავლიანობის მრუდი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და მისი მიმზიდველობის ზრდისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

შემოსავლიანობის მრუდი ემიტენტებს და ინვესტორებს გაუადვილებს საორიენტაციო საბაზრო ფასის დადგენას ახალ ემისიებსა და ბაზარზე არსებულ ნებისმიერი ვადიანობის მქონე ფასიან ქაღალდზე, როგორც ურისკო ასევე კორპორატიული ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში. შემოსავლიანობის მრუდი ასახავს ბაზრის მოლოდინებს საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის სამომავლო დინამიკის შესახებ, შესაბამისად, იგი ანალიტიკოსებისა და ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლებისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა.

ლარის შემოსავლიანობის მრუდი  ათ წლამდე პერიოდს მოიცავს.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები არის ურისკო და ყველაზე ლიკვიდური ფინანსური ინსტრუმენტი ქვეყანაში. მთავრობის ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონები იმართება კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით. კალენდარი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ვებგვერდებზე. აუქციონებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, როგორც რეზიდენტს ისე არარეზიდენტს. მთავრობის ფასიანი ქაღალდების შეძენა შესაძლებელია კომერციული ბანკების ან გლობალური ქასთოდიანების (ბანკი სადაც ინახება ფასიანი ქაღალდები) მეშვეობით. მომსახურების პირობები და მეორად ბაზარზე ყიდვა გაყიდვის ფასები გამოქვეყნებულია წამყვანი კომერციული ბანკების ვებგვერდებზე.

ლარის შემოსავლიანობის მრუდი განახლდება ოთხშაბათობით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონის დასრულების შემდეგ 15:00 საათზე. არსებული ისტორიული მონაცემთა ბაზა მოიცავს ყოველკვირეულ მონაცემებს 2013 წლიდან. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე შესაძლებელია სხვადასხვა პერიოდის მრუდების შედარება ერთმანეთთან და მონაცემების ჩამოტვირთვა ექსელის ფორმატში.

შემოსავლიანობის მრუდი განთავსებულია ეროვნული ბანკი ვებგვერდზე მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=643 და აგრეთვე აქვს საკუთარი გვერდი რომლის გამოყენებაც შეუძლიათ სხვა სუბიექტებს საკუთარ ვებგვერდზე შემოსავლიანობის მრუდის გამოქვეყნების მიზნით https://gel-yield-curve.nbg.gov.ge/

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge