საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი დააკმაყოფილა
- სამართალი
- 02.11.2015
- 12:33
საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს რუსთავი 2-მა სარჩელით 26 ოქტომბერს მიმართა. სამაუწყებლო კომპანიის იურისტები გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულების ნორმის ხარვეზებზე მიუთითებდნენ და იმ მუხლების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლებიც შესაძლოა, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიყენოს.
ადვოკატის განმარტებით, ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ სასამართლოს უფლება აქვს დაუყონებლივი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღოს, რუსთავი 2-ის დაცვის მხარეს კი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალება მთლიანად შეეზღუდოს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200