ნახეთ ''კონგი: თავისქალის კუნძული'' !
- კულტურა
- 08.03.2017
- 16:41
კიდევ ერთ ფილმს ლეგენდარულ კინგ კონგზე, ქართველი მაყურებელი დიდ ეკრანზე შეაფასებს ''კონგი: თავისქალის კუნძული'' - სწორედ ასე ქვია ახალ მძაფრსიუჟეტიან, სათავგადასავლო ფილმს, რომელიც Warner brothers-ისა და legendary pictures-ის ერთობლივი ნამუშევარია, ჯორდან ვოტ რობერტსის რეჟისორობით.
ფილმში, რომლის სიუჟეტი ვიეტნამის ომის მიწურულს, იდუმალ კუნძულზე ვითარდება, მთავარ როლებს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობები ბრი ლარსონი, ტომ ჰიდლსტონი, სამიუელ ლ ჯეკსონი, ტობი კებელი და ჯონ სი რაილი ასრულებენ. მაძიებელთა ჯგუფს რუკაზე აღუნიშნავ კუნძულზე გამგზავრებისას, უამრავ მხეცთან, მათ შორის კი გორილა კონგთან შებრძოლება მოუწევთ.
გადაღებები 1 წლის მანძილზე ჰავაის კუნძულებზე, ავსტრალიის ოქროს სანაპიროებსა და ვიეტნამში მიმდინარეობდა. ბიუჯეტმა კი 190 მილიონი დოლარი შეადგინა.
სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს ფილმის ნახვა 2 და 3D -სა და Imax ფორმატში შეეძლებათ.